მიხეილ სააკაშვილი

პრეზიდენტმა ჯორჯ სოროსს იუსტიციის სახლი დაათვალიერებინა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოროსის ფონდის დამფუძნებელ ჯორჯ სოროსთან ერთად თბილისის იუსტიციის სახლს ესტუმრა. როგორც facebook-ზე საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში არის აღნიშნული, სოროსი „ერთ სივრცეში გაერთიანებული სხვადასხვა სახის მომსახურების კონცეფციას გაეცნო“. ქვეყნის პირველ პირთან ერთად სტუმარმა მომსახურების სივრცეები დაათვალიერა და სერვისების პროცედურებითაც დაინტერესდა. მიხეილ სააკაშვილმა და ჯორჯ სოროსმა Just Café-ს მომსახურებითაც ისარგებლეს. სტუმარმა ყავასთან ერთად სიმბოლური პასპორტიც აიღო.

კომენტარები