ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი დღეს იმართება

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი, საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება, პროცესს ბრალდებულიც დაესწრება. 

''დავაყენებთ შუამდგომლობას აღმკვეთი ღონისძიების, საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების დართვისა და მოწმეების დაკითხვის შესახებ", - აღნიშნა ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა.

პროცესის დასაწყისში, რამდენიმე წუთით ფოტო და ვიდეოგადაღება იქნება დაშვებული.

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი 20 ნოემბერს იყო დანიშნული, თუმცა, ბრალდებულების ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე, სხდომა 3 დეკემბრისთვის გადადო. 

ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად შეიარაღებული ფორმირებების მომზადებაში ბრალდებულია კიდევ რამდენიმე პირი, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნასა და მეთაურობას გულისხმობს. 

ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში 20 ნოემბერს დაბრუნდა და საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავეს. 

კომენტარები