საქართველო-ისრაელის ურთიერთობა

იციკ მოშე: მე რომ საქართველოში ისრაელის ელჩი ვიყო, თანამდებობას დავტოვებდი

მე რომ დღეს საქართველოში ისრაელის ელჩი ვიყო, თანამდებობას დავტოვებდი, - ამის შესახებ საქართველო -ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ, საქართველოს მიერ პალესტინის სტატუსის მხარდაჭერის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ის, როგორც ელჩი, საკუთარ მისიას წარუმატებლად ჩათვლიდა.  
"მე რომ დღეს ვიყო საქართველოში ისრაელის ელჩი, დავტოვებდი თანამდებობას. არა გაეროში საქართველოს წარმომადგენლის პოზიციის გამო, არამედ ჩავთვლიდი, რომ ჩემი მისია ამ ქვეყანაში ჩავარდა. ძნელბედობის ჟამს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ ისეთი მეგობარი ქვეყნები, როგორიცაა ისრაელი და საქართველო, გვერდით დაუდგნენ ერთმანეთს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სახალხო დიპლომატიის საშუალებით ჩვენი ქვეყნების მცხოვრებთა დაახლოება. ორმხრივი ბიზნესსაქმიანობების გაღრმავება არის საუკეთესო გზა ისრაელსა და საქართველოს შორის მყარი ხიდის აშენებისთვის. ორმა მიმართულებამ - სახალხო დიპლომატიამ და ბიზნესურთიერთობებმა უნდა უკარნახონ მთავრობებს ორივე მხარეს, რომ გაუჩნდეთ მეორე მხარის პროფესიონალურად შესწავლის სურვილი და ერთმანეთთან მიმართებაში სტრატეგიულად და ადეკვატურად დაგეგმონ სამომავლო ქმედებები. წარსულის და დღევანდელ მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა არაორდინარულ შემთხვევაში მოსალოდნელია გართულებები", - აცხადებს იციკ მოშე. 

შეგახსენებთ, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა ასამ­ბლე­ამ, ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით მხა­რი და­უ­ჭი­რა პა­ლეს­ტი­ნის ავ­ტო­ნო­მი­ის­თვის სტა­ტუ­სის გაზ­რდას. პა­ლეს­ტი­ნას დამ­კვირ­ვე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბას 138-მა ქვე­ყა­ნამ და­უ­ჭი­რა მხა­რი - მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლომ. 41-მა თა­ვი შე­ი­კა­ვა, ხო­ლო ცხრა ქვე­ყა­ნამ - მათ შო­რის აშშ-მა და ის­რა­ელ­მა წი­ნა­აღ­მდეგო­ბა გა­მო­ხა­ტა.

კომენტარები