პალესტინის რეზოლუცია

ზურაბ ჯაფარიძე: პალესტინის რეზოლუციის მხარდაჭერით საქართველომ ვერაფერი ვერ მოიგო

''ისრაელი პალესტინის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს გადაწყვეტილებით გაკვირვებული და იმედგაცრუებულია’’ , - განაცხადა ისრაელის ელჩმა, იუვალ ფუქსმა, საქართველოს მიერ პალესტინისთვის სტატუსის გაზრდის მხარადჭერის კომენტირებისას. 

ტაბულა კომენტარისთვის საპარლამენტო უმცირესობის წევრს, ზურაბ ჯაფარიძეს დაუკავშირდა. მისი შეფასებით, პალესტინის სტატუსის ამაღლება ტერორიზმის გავლენის გაძლიერებას ნიშნავს.

''ამ რეზოლუციით მოხდა პალესტინის სტატუსის ამაღლება გაერთიანებული ერების ორგანიზაციების შიგნით, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ტერორისტებს, ამ შემთხვევაში -ჰამასს, ექნებათ უფრო მეტი შესაძლებლობები’’ , -აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

რაც შეეხება საქართველოს მიერ პალესტინის რეზოლუციის მხარდაჭერას, ჯაფარიძის განმარტებით, ამ ნაბიჯით საქართველო მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს ინტერესების წინააღმდეგ წავიდა.

''ამ რეზოლუციის მხარადჭერით, საქართველომ ვერ მოიგო ვერაფერი. ჩვენ წავედით, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების წინააღმდეგ და ძალიან დიდი ალბათობით გავიუარესეთ ურთიერთობა ისეთ მნიშვნელოვან რეგიონულ მოთამაშესთან, როგორიც არის ისრაელი’’- განუცხადა ტაბულას ზურაბ ჯაფარიძემ. 

შე­გახ­სე­ნებთ, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა ასამ­ბლე­ამ, ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით მხა­რი და­უ­ჭი­რა პა­ლეს­ტი­ნის ავ­ტო­ნო­მი­ის­თვის სტა­ტუ­სის გაზ­რდას. პა­ლეს­ტი­ნას დამ­კვირ­ვე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბას 138-მა ქვე­ყა­ნამ და­უ­ჭი­რა მხა­რი - მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლომ. 41-მა თა­ვი შე­ი­კა­ვა, ხო­ლო ცხრა ქვე­ყა­ნამ - მათ შო­რის აშშ-მა და ის­რა­ელ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­მო­ხა­ტა.

 

კომენტარები