პალესტინის რეზოლუცია

რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას საქართველოს პალესტინის რეზოლუციის მხარდაჭერამ

საქართველოს ახალი მთავრობის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის გაეროს არაწევრ სახელმწიფოდ აღიარების შემდეგ, ურთიერთობები ისრაელთან მკვეთრად გაუარესდა. ისრაელის ელჩმა საქართველოში, იუვალ ფუქსმა ეს ფაქტი მოულოდნელობად შეაფასა. აღსანიშნავია, რომ გადაიდო ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი.

"ეს რეზოლუცია არ შეცვლის ვითარებას ადგილზე, ისრაელი თანახმაა და სურს მშვიდობა, მაგრამ არ არის საჭირო ამისთვის ნიუ იორკში გაფრენა, ასეთი გადაწყვეტილებები არ უწყობს მშვიდობას ხელს და ვინ, თუ არა საქართველომ, კარგად იცის, რა შედეგი მოაქვს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას. ჩვენ ვიყავით გაკვირვებული და იმედგაცრუებული. ჩვენ გვქონდა კონტაქტი საქართველოს მთავრობასთან, თუმცა გადაწყვეტილება იქნა მიღებული ისეთი, როგორიც იქნა", - განაცხადა იუვალ ფუქსმა.

საქართველოს პოზიციას პალესტინასთან დაკავშირებით გამოეხმაურა სა­ქარ­თვე­ლო - ის­რა­ე­ლის ბიზ­ნეს­პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტი, იციკ მო­შეც.

''მე რომ დღეს ვი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­რა­ე­ლის ელ­ჩი, დავ­ტო­ვებ­დი თა­ნამ­დე­ბო­ბას. არა გა­ე­რო­ში სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლის პო­ზი­ცი­ის გა­მო, არა­მედ ჩავ­თვლი­დი, რომ ჩე­მი მი­სია ამ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ვარ­და. ძნელ­ბე­დო­ბის ჟამს ყვე­ლა­ზე მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ისე­თი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა ის­რა­ე­ლი და სა­ქარ­თვე­ლო, გვერ­დით და­უდ­გნენ ერ­თმა­ნეთს. ჩვენ უნ­და გა­ვაგ­რძე­ლოთ სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის მცხოვ­რებ­თა და­ახ­ლო­ე­ბა", - განაცხადა იციკ მოშემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობას ნაჩქარევად არ მიუღია.

,,ეს იყო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ არ მიგვიღია ნაჩქარევად. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება არის ძალიან სწორი და ეს გახმოვანდა გაერო-ში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები აბსოლუტური გაგებით მოეკიდნენ ამ ამბავს. ეს არ ყოფილა ნაჩქარევი, იყო მსჯელობის შედეგი. გარდა ამისა, გავახმოვანეთ ჩვენი განცხადება, რომელიც ხსნის ამ გადაწყვეტილებას, ასე რომ ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ მოჰყვა ამ განცხადებას ასეთი აჟიოტაჟი. მსოფლიო თანამეგობრობის ძალიან ბევრმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ასეთ გადაწყვეტილებას და მათ რიგშია საქართველოც", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

ტა­ბუ­ლა კო­მენ­ტა­რის­თვის სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევრს, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს და­უ­კავ­შირ­და. მი­სი შე­ფა­სე­ბით, პა­ლეს­ტი­ნის სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა ტე­რო­რიზ­მის გავ­ლე­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბას ნიშ­ნავს. ჯა­ფა­რი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ამ ნა­ბი­ჯით სა­ქარ­თვე­ლო მთა­ვა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარ­ტნი­ო­რის, აშშ-ის ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და.

''ამ რე­ზო­ლუ­ცი­ის მხა­რად­აჭე­რით, სა­ქარ­თვე­ლომ ვერ მო­ი­გო ვე­რა­ფე­რი. ჩვენ წა­ვე­დით, ჩვე­ნი მთა­ვა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარ­ტნი­ო­რის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და ძა­ლი­ან დი­დი ალ­ბა­თო­ბით გა­ვი­უ­ა­რე­სეთ ურ­თი­ერ­თო­ბა ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან რე­გი­ო­ნულ მო­თა­მა­შეს­თან, რო­გო­რიც არის ის­რა­ე­ლი", - გა­ნუც­ხა­და ტა­ბუ­ლას ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ. 

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ფხალაძემ, რადიო თავისუფლების ეთერში პალესტინის სტატუსზე საუბრისას პარალელები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხთან გაავლო და სადაო ტერიტორიების აღიარების საშიშ პრეცედენტზე ისაუბრა.

მისი თქმით, მაგალითისთვის, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაცია ანალოგიური რეზოლუციების შემოღებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის გადაწყვეტს, საქართველომ თავისთავად უარყოფითი პოზიცია უნდა დააფიქსიროს, რაც წინააღმდეგობაში მოდის პალესტინის რეზოლუციის მხარადჭერასთან. "ყოველთვის აგვიფრიალებენ იმას, რომ ანალოგიურ სიტუაციაში დავუშვით პრეცედენტი", - ამბობს თენგიზ ფხალაძე.

''ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ პალესტინის საკითხი განსხვავებულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხისგან. თავის დროზე რატომ არ ვაღიარეთ კოსოვო, რომლის საკითხიც ასევე განსხვავებული იყო. იმიტომ რომ ბუმერანგივით უკან არ დაგვბრუნებოდა", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ. 

ისრაელის მიერ, საპასუხოდ, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონების შესაძლო აღიარების საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ისრაელის ელჩმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ისრაელი პოზიციებს არ შეიცვლის.

"ჩვენ არ ვართ დამწყები ქვეყანა, რომელსაც დამწყები პოლიტიკოსები მართავენ და პოზიციებს მარტივად არ ვიცვლით. ჩვენთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები საქართველოს ტერიტორიებად მოიაზრება. ისრაელი კვლავინდებურად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს", - აღნიშნა იუვალ ფუქსმა. 

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი, თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ რუსეთი შეეცდება ეს პრეცედენტი (საქართველოს მიერ პალესტინის რეზოლუციის მხარდაჭერა) სათავისოდ გამოიყენოს. თენგიზ ფხალაძე განმარტავს, რომ წარსულში იყო მცდელობები გენერალურ ასამბლეაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა მიწვევისა, რაც თავის დროზე ჩვენმა დასავლელმა მოკავშირეებმა დაბლოკეს და შესაბამისად საქართველოს მიერ პალესტინის რეზოლუციის მხარდაჭერა საშიში პრეცედენტია. 

2008 წელს, ესპანეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობას მხარი არ დაუჭირა ბასკეთისა და კატალონიის გამო, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებულია საქართველოს სიტუაციისგან და ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას აგრესიული მეზობლების მხრიდან საფრთხე არ ემუქრება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, რომ "ხდება სიტუაციის დრამატიზირება".

''1992 წელს საქართველომ პალესტინა ცნო როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და რადიკალური უკანდახევა არასერიოზული პოზიცია იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, საქართველო-ისრაელის ურთიერთობებს კენჭისყრის თემა ვერ მიაყენებს ჩრდილს, სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება, ჩვენ შორის ძალიან ბევრი კავშირები და საერთო ინტერესებია, რაც მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა ასამ­ბლე­ამ, ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით მხა­რი და­უ­ჭი­რა პა­ლეს­ტი­ნის ავ­ტო­ნო­მი­ის­თვის სტა­ტუ­სის გაზ­რდას. პა­ლეს­ტი­ნას დამ­კვირ­ვე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბას 138-მა ქვე­ყა­ნამ და­უ­ჭი­რა მხა­რი - მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლომ. 41-მა თა­ვი შე­ი­კა­ვა, ხო­ლო ცხრა ქვე­ყა­ნამ - მათ შო­რის აშშ-მა და ის­რა­ელ­მა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­მო­ხა­ტა. 

კომენტარები