სოჭის ოლიმპიადა

რა გვესაქმება სოჭის ოლიმპიადაზე?

0 კომენტარი

მიმ­დი­ნა­რე წლის 16 ოქ­ტომ­ბერს, მა­შინ ჯერ კი­დევ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რო­ბის კან­დი­დატ­მა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, ჩვე­უ­ლი თავ­და­ჯე­რე­ბი­თა და სტი­ლის შეგ­რ­ძ­ნე­ბით ამ­ც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დას ბო­ი­კოტს არ გა­მო­უცხა­დებ­და: „ღონისძიების ჩა­ტა­რე­ბას მი­ვე­სალ­მე­ბით, რა­შიც სა­ქარ­თ­ვე­ლომ აუცი­ლებ­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნ­და მი­ი­ღოს და ჩვენ, რო­გორც მე­ზო­ბე­ლი, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ოლიმ­პი­ა­და მშვი­დო­ბი­ა­ნად, ექ­ს­ცე­სე­ბის გა­რე­შე ჩა­ტარ­დეს”.

ამ ამ­ბი­დან ზუს­ტად ათ დღე­ში და, უნ­და ვი­ვა­რა­უ­დოთ, ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის­გან სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დებ­ლად, ფრან­გუ­ლი და კა­ნა­დუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პრო­ფე­სორ­თა თექ­ვ­ს­მეტ­კა­ცი­ან­მა ჯგუფ­მა ყო­ველ­კ­ვი­რე­ულ Nouvel Observateur-ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა ღია წე­რი­ლი სა­თა­უ­რით – „2014 წლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი სოჭ­ში: მო­ვუ­წო­დებთ ბო­ი­კო­ტის­კენ”, სა­დაც კერ­ძოდ ვკითხუ­ლობთ: „ოლიმპიური იდე­ა­ლი­სა და ხალ­ხ­თა შო­რის მე­გობ­რო­ბის გუ­შა­გად წო­დე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი კვლავ იტეხს სა­ხელს უპ­რინ­ცი­პო რე­ჟიმ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, რო­მელ­საც ამ­ჯე­რად ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ნა­სა­ხი­ე­რებს და რო­მე­ლიც არად და­გი­დევთ არც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს და არც სხვა დე­მოკ­რა­ტი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებს. ჯერ კი­დევ ის ელ­ვი­სე­ბუ­რი და, პუ­ტი­ნის აღი­ა­რე­ბით­ვე, წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი ომი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­ნა­აღ­მ­დეგ წარ­მარ­თა 2008 წლის პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­დის გახ­ს­ნის დღეს, საკ­მა­რი­სი სა­ბა­ბი უნ­და გამ­ხ­და­რი­ყო სო­ჭის­თ­ვის ოლიმ­პი­ა­დის მას­პინ­ძ­ლო­ბის ჩა­მო­სარ­თ­მე­ვად. თუმ­ცა, მსგავ­სი არა­ფე­რი მოხ­და. სოკ­-­მა ამ­ჯო­ბი­ნა თვა­ლი და­ე­ხუ­ჭა კა­გე­ბეს ყო­ფი­ლი პოდ­პოლ­კოვ­ნი­კი­სა და საბ­ჭო­უ­რი სტი­ლის ძა­ლა­უფ­ლე­ბის ვერ­ტი­კა­ლის მე­ხოტ­ბის ძალ­მომ­რე­ო­ბებ­სა და პრო­ვო­კა­ცი­ებ­ზე. ამ­გ­ვა­რად, რუ­სე­თი აგ­რ­ძე­ლებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის – აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხ­რეთ ოსე­თის სამ­ხედ­რო ოკუ­პა­ცი­ას, ხო­ლო რუ­სუ­ლი ნო­მენ­კ­ლა­ტუ­რის მე­გა­ლო­მა­ნი­ურ ოც­ნე­ბად კვლა­ვაც რჩე­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი შან­ტა­ჟი­სა და სამ­ხედ­რო და­ში­ნე­ბის კომ­ბი­ნი­რე­ბით, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის გავ­ლე­ნის ზო­ნე­ბის აღ­დ­გე­ნა. ... სა­ქარ­თ­ვე­ლოს საზღ­ვ­რებ­თან უშუ­ა­ლო სი­ახ­ლო­ვე­ში მყო­ფი სო­ჭის არ­ჩე­ვით მოს­კო­ვი აცხა­დებს, რომ კავ­კა­სია მი­სი სუ­ვე­რე­ნუ­ლი სფე­როა და რომ აფხა­ზე­თი და სამ­ხ­რეთ ოსე­თი მის პრო­ტექ­ტო­რა­ტებს წარ­მო­ად­გე­ნენ”.

შემ­დეგ წე­რი­ლის ავ­ტო­რე­ბი მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ იმ ქმე­დე­ბებს, რომ­ლე­ბი­თაც უკა­ნას­კ­ნელ წლებ­ში პუ­ტი­ნის რე­ჟიმ­მა თა­ვი გა­მო­ი­ჩი­ნა: ჩეჩ­ნე­თის „ცეცხლის ალ­ში გახ­ვე­ვას” და, შე­სა­ბა­მი­სად, ჩეჩ­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის მა­სობ­რივ და­ბომ­ბ­ვებს, ხოც­ვა-­ჟ­ლე­ტა­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბებს; „თვით რუ­სეთ­ში” სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­კონ­ტ­რო­ლე­ბა­სა და „ბრუტალური მე­თო­დე­ბით” ოპო­ზი­ცი­ის სის­ტე­მა­ტურ შე­ვიწ­რო­ე­ბას; ანა პო­ლიტ­კოვ­ს­კა­ი­ა­სა და სერ­გეი მაგ­ნიც­კის მკვლე­ლო­ბებს; რუ­სუ­ლი მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის მი­ერ ინი­ცი­რე­ბულ „კუდიანებზე ნა­დი­რო­ბა­სა” და ჯგუფ Pussy Riot-ის ახალ­გაზ­რ­და წევ­რე­ბის და­ტუ­სა­ღე­ბას; „ქვეყნის შიგ­ნით” სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მე­ფე­ბულ ეთ­ნი­კურ სი­ძულ­ვილს, ხო­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო სარ­ბი­ელ­ზე კრემ­ლის მი­ერ ბა­შარ ასა­დის „კრიმინალური რე­ჟი­მის” მხარ­და­ჭე­რას და ა.შ.

ყო­ვე­ლი­ვე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წე­რი­ლის ავ­ტო­რებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ რო­დე­საც სოკ­-ი ოლიმ­პი­ა­დის მას­პინ­ძ­ლო­ბას მსგავს რე­ჟიმს მი­ან­დობს, ის თა­ვის­თა­ვად ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა არა მხო­ლოდ ოლიმ­პი­ურ ქარ­ტი­ა­ში დეკ­ლა­რი­რე­ბულ „მშვიდობის”, „ძმობისა” და „სოლიდარობის” პრინ­ცი­პებს, არა­მედ, იმავ­დ­რო­უ­ლად, „ნაციონალ-სოვიეტიზმისგან” მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი გე­ოს­ტ­რა­ტე­გი­უ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შეგ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე ხდე­ბა: „სოკ-ის იერარ­ქე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად აცხა­დე­ბენ, რომ სა­ჭი­როა „ოლიმპიური თა­მა­შე­ბის პო­ლი­ტი­კის­გან გა­მიჯ­ვ­ნა”, გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­მოთ­ნე­ე­ბი არი­ან, ვი­ნა­ი­დან ყო­ვე­ლი ოლიმ­პი­ა­დის მი­ნი­ჭე­ბა – თა­ვის­თა­ვად პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ა”. მე­ტიც, ავ­ტო­რე­ბი გვახ­სე­ნე­ბენ, რომ სოჭ­ში ოლიმ­პი­ა­დის გა­მარ­თ­ვის წი­ნა­აღ­მ­დეგ უკ­ვე მრა­ვალ­გ­ზის გა­ის­მა ხმე­ბი და იშ­ვე­ლი­ე­ბენ ჩე­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რის, კა­რელ შვარ­ცენ­ბერ­გის მო­საზ­რე­ბას, რომ მას გა­უ­გონ­რად მი­აჩ­ნია მშვი­დო­ბი­სა და სპორ­ტის ზე­ი­მის ჩა­ტა­რე­ბის იდეა იმ ად­გი­ლე­ბის მე­ზობ­ლად, სა­დაც „ხალხს ხო­ცავ­დ­ნენ და აგ­რე­სი­ულ ომს აწარ­მო­ებ­დ­ნენ”.

შე­სა­ბა­მი­სად, ხელ­მომ­წერ­თა აზ­რით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტს არ გა­აჩ­ნია მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა 2014 წლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის სოჭ­ში ჩა­ტა­რე­ბი­სა: „ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ დე­მოკ­რა­ტი­ულ ასო­ცი­ა­ცი­ებს, საფ­რან­გე­თის ეროვ­ნულ ასამ­ბ­ლე­ას, საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბას და ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ჯგუ­ფებს – მო­ითხო­ვონ ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გა­უქ­მე­ბა პუ­ტი­ნის რუ­სეთ­ში ისე­თი ქვეყ­ნის სა­სარ­გებ­ლოდ, სა­დაც პა­ტივს სცე­მენ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ყო­ველ­თაო დეკ­ლა­რა­ცი­ის პრინ­ცი­პებს და დე­მოკ­რა­ტი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებს. ჩვენ ასე­ვე მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა ეროვ­ნე­ბის ათ­ლე­ტებს, უარი თქვან სოჭ­ში და­გეგ­მილ მი­ზან­ს­ცე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე და ამის შე­სა­ხებ ხმა­მაღ­ლა გა­ნაცხა­დონ. და ბო­ლოს, ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ჟურ­ნა­ლის­ტებს, ამ­ხი­ლონ ოფი­ცი­ა­ლუ­რი კრემ­ლის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი „საინფორმაციო სამ­სა­ხუ­რე­ბის” დე­ზინ­ფორ­მა­ცია და ცენ­ზუ­რა”.

პრე­ზი­დენ­ტ­მა სა­ა­კაშ­ვილ­მა ამ ორი­ო­დე წლის წინ გა­ნაცხა­და, რომ მან თა­ვის დრო­ზე ღი­ად და­უ­ჭი­რა მხა­რი სოჭ­ში ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, ვი­ნა­ი­დან მი­აჩ­ნ­და, რომ ახ­ლად შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბა „დაგვეხმარებოდა თა­ვი­დან აგ­ვე­ცი­ლე­ბი­ნა ის უარ­ყო­ფი­თი ტენ­დენ­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­ვე შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და იმ დროს, გან­სა­კუთ­რე­ბით აფხა­ზეთ­თან, ანუ ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში”. სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ ყო­ვე­ლი­ვეს იმე­დოვ­ნებ­და 2007 წელს, სო­ჭის­თ­ვის ზამ­თ­რის ოლიმ­პი­ა­დის მი­ნი­ჭე­ბის კვა­ლო­ბა­ზე. ხო­ლო 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში მომ­ხ­დარ­მა ომ­მა, ცხა­დი­ა, ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შეც­ვა­ლა რუ­სეთ­ის მი­მარ­თ არ­სე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი მიდ­გო­მე­ბი.

მას შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კითხი კა­მა­თის საგ­ნად იქ­ცა და უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი დის­კუ­სი­ა, სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­დევ უფ­რო გამ­ძაფ­რ­დე­ბა 2014 წლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად. რა არის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მომ­ხ­რე­თა ძი­რი­თა­დი არ­გუ­მენ­ტი? ალ­ბათ ის, რომ სპორ­ტი და პო­ლი­ტი­კა უნ­და გა­ი­მიჯ­ნოს ერ­თ­მა­ნე­თის­გან და არ გვაქვს მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა, ჩვენს სპორ­ტ­ს­მე­ნებს მსგავს მსხვილ ფო­რუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩა­მო­ვარ­თ­ვათ. შე­იძ­ლე­ბა ისიც, რომ ამ­ჟა­მად რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დათ­ბო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბით და ბო­ი­კო­ტის მსგავ­სი აქ­ცია ვერ იქ­ნე­ბა სი­კე­თის მომ­ტა­ნი. უსა­თუ­ოდ იტყ­ვი­ან იმა­საც, რომ ოლიმ­პი­ა­დის ბო­ი­კო­ტის პრო­ცეს­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო ვერ შეძ­ლებს სხვა ქვეყ­ნე­ბის აყო­ლი­ე­ბას და, ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, ეულად და სა­სა­ცი­ლოდ გა­მოჩ­ნ­დე­ბა. მაგ­რამ, არ­სე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გვიჩ­ვე­ნებს, რომ სპორ­ტი და პო­ლი­ტი­კა მუ­დამ მჭიდ­როდ იყ­ვ­ნენ ერ­თ­მა­ნეთ­ზე გა­და­ჯაჭ­ვულ­ნი და არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი ნი­შა­ნი იმი­სა, რომ მო­მა­ვალ­ში სხვაგ­ვა­რად იქ­ნე­ბა. მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მსხვილ სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბას – ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებს ის­ტო­რი­უ­ლად თან­ს­დევ­და პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­ს­ტი და ამას მოწ­მობს ოლიმ­პი­ა­დე­ბის ბო­ი­კო­ტე­ბის ის­ტო­რი­აც: 1956 წელს სუ­ე­ცის კრი­ზი­სი­სა და ეგ­ვიპ­ტის წი­ნა­აღ­მ­დეგ საფ­რან­გე­თის, ბრი­ტა­ნე­თი­სა და ის­რა­ე­ლის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის გა­მო, მელ­ბურ­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე არ გა­ემ­გ­ზავ­რ­ნენ ეგ­ვიპ­ტე, ერა­ყი და ლი­ბა­ნი. ჩი­ნეთ­მა უარი თქვა ამა­ვე ოლიმ­პი­ა­და­ზე დას­წ­რე­ბა­ზე, რად­გან ტა­ი­ვანს დარ­თეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა. და, რაც ყვე­ლა­ზე სა­გუ­ლის­ხ­მო­ა, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მი­ერ ამა­ვე წელს ბუ­და­პეშ­ტის აჯან­ყე­ბის რეპ­რე­სი­რე­ბის გა­მო ოლიმ­პი­ა­დას ბო­ი­კო­ტი გა­მო­უცხა­დეს თით­ქოს­და ამ ყო­ვე­ლი­ვეს­გან შორს მყოფ­მა ჰო­ლან­დი­ამ, შვე­ი­ცა­რი­ამ და ეს­პა­ნეთ­მა.

რო­დე­საც 1980 წლის იან­ვარ­ში აშ­შ­-ის პრე­ზი­დენ­ტი კარ­ტე­რი საბ­ჭო­თა კავ­შირს ულ­ტი­მა­ტუმს უცხა­დებ­და და ერ­თი თვის მან­ძილ­ზე ავ­ღა­ნე­თი­დან ჯა­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნას მო­ითხოვ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, მას არ უნ­და ჰქო­ნო­და ილუ­ზი­ა, რომ კრემ­ლი ამ ულ­ტი­მა­ტუმს დაჰ­ყ­ვე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, ამე­რი­კის მი­ერ მოს­კო­ვის ოლიმ­პი­ა­დის ბო­ი­კო­ტი, რო­მელ­საც ორ­მოც­და­ა­თამ­დე ქვე­ყა­ნამ და­უ­ჭი­რა მხა­რი, იქ­ცა მძლავ­რი სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თ­ვის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ტად და კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში არ­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბად.

ამ­რი­გად, ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ბო­ი­კო­ტი, პირ­ველ რიგ­ში, არა პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ვი­დენ­დე­ბის ძი­ე­ბის, არა­მედ ღირ­სე­ბი­სა და თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის სა­კითხი­ა. ბერ­ლი­ნის ოლიმ­პი­ა­და 1936 წლის ნაც­ვ­ლად ოთხი წლით გვი­ან რომ გა­მარ­თუ­ლი­ყო, ნუ­თუ მას და­ეს­წ­რე­ბოდ­ნენ მე­სა­მე რა­ი­ხის აგ­რე­სი­ის მსხვერ­პ­ლი ჩე­ხე­ბი და პო­ლო­ნე­ლე­ბი? ნუ­თუ ამ ქვეყ­ნე­ბის ათ­ლე­ტე­ბი ოლიმ­პი­ა­დის გახ­ს­ნის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი­სას ზარ­-­ზე­ი­მით ჩა­ივ­ლიდ­ნენ სა­პა­ტიო ტრი­ბუ­ნა­ზე გა­მო­ჭი­მუ­ლი ადოლფ ჰიტ­ლე­რის ცხვირ­წინ? და, ნუ­თუ ჩვენ­მა სპორ­ტ­ს­მე­ნებ­მა მხნე და ოპ­ტი­მის­ტუ­რი მარ­შით ცხვირ­წინ უნ­და ჩა­უ­ა­რონ სო­ჭის ოლიმ­პი­უ­რი სტა­დი­ო­ნის სა­პა­ტიო ტრუ­ბუ­ნა­ზე გა­მო­ჭი­მულ პუ­ტინ­სა და მედ­ვე­დევს, თით­ქოს არა­ფე­რი მომ­ხ­და­რი­ყოს ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის?

და, თუ­კი კვლავ გა­ის­მე­ბა ხმე­ბი, რომ ზამ­თ­რის ოლიმ­პი­ა­და­ზე ­წაუს­ვ­ლელობა „დიდი დარ­ტყ­მა იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი მოძ­რა­ო­ბის­თ­ვის” (გია ვოლ­ს­კი რუს­თა­ვი 2-ის 17 ოქ­ტომ­ბ­რის ეთერ­ში), გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ 1956 წლი­დან, ანუ ჩვე­ნე­ბის ზამ­თ­რის ოლიმ­პი­ა­დებ­ზე პირ­ვე­ლად გა­მო­ჩე­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ქარ­თ­ველ­თა უდი­დე­სი მიღ­წე­ვა კო­ბა წა­ქა­ძის მეცხ­რე ად­გი­ლია 70-მეტრიანი ტრამ­პ­ლი­ნი­დან ხტო­მი­სას შო­რე­ულ 1972 წელს, იაპო­ნურ სა­პო­რო­ში. დი­დად სა­ეჭ­ვოა ისიც, რომ რო­მე­ლი­მე ჩვე­ნი­ანს მო­მა­ვალ ოლიმ­პი­ა­და­ზე წა­ქა­ძის რე­კორ­დის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ოდ­ნა­ვი შან­სი მა­ინც ჰქონ­დეს.

იმ დროს, რო­დე­საც და­სავ­ლე­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი (გავიხსენოთ ამე­რი­კე­ლი კონ­გ­რეს­მე­ნე­ბის, ალი­სონ შვარ­ცი­სა და ბილ შუს­ტე­რის, ბო­ი­კო­ტის­კენ მო­წო­დე­ბა ჯერ კი­დევ 2008 წლის 15 აგ­ვის­ტოს, ანუ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სე­თის ინ­ტერ­ვენ­ცი­ი­დან ზუს­ტად ერთ კვი­რა­ში) სოჭ­ში ოლიმ­პი­ა­დის ჩა­ტა­რე­ბის ამო­რა­ლუ­რო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნე­ბენ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში უთუ­ოდ აღიქ­მე­ბა ჩვე­ნი­ვე უცხო­ე­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მი­ერ რო­გორც სა­მარ­ცხ­ვი­ნო, უთავ­მოყ­ვა­რეო და უგუ­ნუ­რი აქ­ტი.

მაშ, რა გვე­საქ­მე­ბა სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე?

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები