საქალაქო სასამართლო

ახმედ ჩატაევი 5-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაკავებული ახმედ ჩატაევი, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 
აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა მოითხოვა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა. 

სისხლის სამართლის საქმეში, რომელსაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებდა, შსს-ს ახმედ ჩატაევის წინააღმდეგ 3 მოწმე ჰყავს.

შეგახსენებთ, ლოპოტის ხეობაში, შსს-მ ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს, გვიან ღამით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი და 11 დივერსანტი.

არსებული ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი სამართალდამცავებს 8 სექტემბერს ჩაბარდა, ის ფეხში იყო დაჭრილი და დაკავების შემდეგ მარცხენა ფეხი მუხლს ქვემოთ მოჰკვეთეს. ჩატაევი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

კომენტარები