მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი: NATO-საქართველოს სხდომაზე, NATO-ს მიმართულებით ახალი ინსტიტუციური სვლა, სამწუხაროდ, არ გვქონია

პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაც.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში "პოლონეთი და მსოფლიო 21-ე საუკუნეში", რომელიც კრაკოვში 8 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტი ვარშავიდან, გუშინ ჩატარებულ NATO-საქართველოს კომისიის სხდომასაც გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ''სამწუხაროდ, საქართველოს ახალი ინსტიტუციური წინსვლა არ ჰქონია’’.

"მე ვფიქრობ, ეს გამოსწორებადია. არაფერი არ არის დაკარგული. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ, რომ რაღაცებს გადავხედავთ ჩვენს შიგნით, პოლიტიკაში და ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებში, შევძლებთ, ისევ გავაგრძელოთ წინსვლა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება, სადაც უკვე შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტს, ბრონისლავ კომოროვსკის. 

კომენტარები