კულტურა

30 დეკემბერს CHINAWOMAN თბილისში დაუკრავს

0 კომენტარი

„ალთერვიჟენ ჯგუფმა“ ახალი მუსიკალური პროექტის, „ოზონი ლაივ“–ის პრეზენტაცის გამართა. ამ პროექტის ფარგლებში ყოველთვიურად იგეგმება პოპულარული და საინტერესო არტისტების საქართველოში ჩამოყვანა და კონცერტების გამართვა.

მუსიკალური სერიები ამა წლის დეკემბერში გაიხსნება ცნობილი კანადელი მუსიკოსის, CHINAWOMAN-ის კონცერტით. ლაივი 30 დეკემბერს 21:00 საათზე გაიმართება, კლუბში „ტრიუმფი“.

CHINAWOMAN თბილისში სამკაციანი ბენდით ჩამოდის და საათნახევრიან კონცერტს გამართავს. კანადელი მუსიკოსი დაუკრავს როგორც ძველ, ისე ახალ კომპოზიციებს.

ბილეთები გაყიდვაში 8 დეკემბრიდან შევა. აქციის ფარგლებში შეზღუდული რაოდენობის 500 ბილეთის ფასია 30 ლარი, ხოლო დარჩენილის - 40 ლარი. ბილეთები იყიდება სპორტის სასახლის და დინამო არენას სალაროებში.

„ოზონი ლაივ“-ის რამდენიმე საწყისი ღონისძიების შემდეგ მოხდება მომხმარებლის ინტეგრაცია პროექტში, კერძოდ: „ალთერვიჟენ ჯგუფი“ მუსიკალური სერიების ფარგლებში ყოველთვიურად წარუდგენს მომხმარებელს არტისტების სიას, რომელსაც გამოკითხვის სახით „ოზონი ლაივ“-ის გვერდზე გამოაქვეყნებს. ამ გზით მომხმარებლებს საშუალება მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ „ოზონი ლაივ-ის სამუშაო პროცესში და თავად აირჩიონ სასურველი მუსიკოსი.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები