საპარლამენტო უმცირესობა

ხაჩიძე: ჩემი მშობლების უძრავი ქონება დაყადაღებულია

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე აცხადებს, რომ მისი მშობლების უძრავი ქონება დაყადაღებულია. ამის შესახებ ხაჩიძე faсebook-ში საკუთარ გვერდზე წერს. "5 წუთის წინ დამირეკა მამაჩემმა და მითხრა, რომ ახლა გადასცეს ფინანსთა სამინისტროს რომელიღაც სამსახურის ოფიციალური წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მისი უძრავი ქონება სრულად დაყადაღებულია... ხვალ გავარკვევ, რა ხდება და რატომ", - აღნიშნავს გოგა ხაჩიძე.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა გოგა ხაჩიძის მშობლების სახლი ხაშურის რაიონში 1 დეკემბერს გაჩხრიკეს. შსს-ს ინფორმაციით, ჩხრეკა ხაშურის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა, რომლის დროსაც მევლუდ ხაჩიძის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სამი ცალი ცარიელი მჭიდი და ერთი ცალი ჯავშანჟლეტი. მევლუდ ხაჩიძე დაიკითხა მოწმის სახით.

კომენტარები