საქართველო-NATO

ალექსი პეტრიაშვილი: პრეზიდენტი ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა, ან ეს არასწორი განცხადებაა

0 კომენტარი

სახელმწიფო მინისტრი ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილი, პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ჰქონდა შანსი MAP-ი მიეღო.

ალექსი პეტრიაშილის განცხადებით, ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი არ განიხილებოდა. მისი თქმით, ღონისძიებაზე საქართველოში მიღწეული პროგრესი დაფიქსირდა.

"ანდერს ფოგ რასმუსენმაც დააფიქსირა ნდობა საქართველოს მთავრობისადმი, რომ ჩვენ ყველა ქმედებას კონსტიტუციის დაცვით განვახორციელებთ. საუბარი შეეხო ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობას და ასევე დაისახა კონკრეტული ამოცანები შემდგომი პროგრესის დაფიქსირებისა და რეალური ინტეგრაციისთვის. MAP-ზე არჩევნების შემდეგ არცერთხელ საუბარი არ ყოფილა. ამ თემაზე ადრეც მცდარი მოლოდინები იქმნებოდა, ამ შემთხვევაში კი პრეზიდენტი ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა, ან ეს არასწორი განცხადებაა", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში ვიზიტისას განაცხადა, რომ NATO-ს მინისტერიალზე საქართველოს ინსტიტუციური პროგრესი არ დაფიქსირებულა, მისივე თქმით, ბრიუსელში MAP-ის მიღების დიდი შანსი იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები