მოდა

თბილისის მოდის კვირეული იწყება

0 კომენტარი

კომპანია ჯეოფეშენის ორგანიზებით, 14–16 დეკემბერს, რიგით მეშვიდე თბილისის მოდის კვირეული გაიმართება.  

თბილისის მოდის კვირეული სასტუმრო „Holiday Inn“–ში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.  ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულზე ათამდე დიზაინერი წარადგენს თავის კოლექციას, მათ შორის გიორგი შაღაშვილი, თამუნა ინგოროყვა, უტა ბექაია, ეკა ბალანჩივაძე, ნინო ბაბუხადია (რომელიც კვირეულში პირველად მონაწილეობს), აკა ნანიტაშვილი,  ქეთი ჩხიკვაძე და ავთანდილ ცქვიტინიძე. ორგანიზატორების ინფორმაციით, სია, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

14 დეკემბერს, თბილისის მოდის კვირეული დიზაინერ თამუნა ინგოროყვას კოლექციის ჩვენებით გაიხსნება. კვირეულის შემოქმედებით ნაწილზე ნინო იოსელიანი იზრუნებს.

აღსანიშნავია, რომ ამჯერად კვირეულზე სეზონური კოლექციები წარმოდგენილი არ იქნება. ეს ერთგვარი წინა საახალწლო ღონისძიებაა და სწორედ ეს თემატიკა განსაზღვრავს კვირეულის კონცეფციას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები