თეატრი

ფავნის ლაბირინთის მიხედვით მიუზიკლს დადგამენ

რეჟისორი გილერმო დელ ტორო მუსიკალურ სპექტაკლზე მუშაობს, რომელიც ცნობილი ფილმის „ფავნის ლაბირინთი“ ("El laberinto del fauno“) მიხედვით იქნება დადგმული.

ფილმში მოვლენები 1944 წელს, ესპანეთში ვითარდება და მოგვითხრობს ფაშისტურ რეჟიმზე და პატარა გოგონაზე, რომელიც ზღაპრულ სამყაროში შესასვლელს აღმოაჩენს. „ფავნის ლაბირინთი“ 2006 წელს გამოვიდა და ოსკარის ექვს ნომინაციაზე იყო ნომინირებული.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება სპექტაკლის პრემიერა. როგორც აღმოჩნდა, მიუზიკლის დადგმისთვის მზადება დელ ტორომ ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ის კონსულტაციებს გადიოდა თეატრალურ რეჟისორებთან და კომპოზიტორებთან. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სპექტაკლისთვის მუსიკას კომპოზიტორი გუსტავო სანტაოლაია დაწერს, რომელიც ოსკარზე ორჯერ იყო წარდგენილი ფილმებისთვის „Brokeback Mountain“ და „Babel“ დაწერილი საუნდტრეკებისთვის.

კომენტარები