პენიტენციარული სისტემა

შეწყალების კომისიამ 274 მსჯავრდებულს დადებითი რეკომენდაცია მისცა

პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიამ დღეს 274 პატიმარს დადებითი რეკომენდაცია მისცა. აქედან 16-ს კომისიამ სასჯელის განახევრების რეკომენდაცია მისცა. წარმოდგენილი იყო ერთი არასრულწლოვნის საქმე, რომელსაც ასევე დადებითი რეკომენდაცია მიეცა. 

რაც შეეხება ქალ პატიმრებს, 11 ქალთან დაკავშირებით კომისიამ პრეზიდენტს გათავისუფლების რეკომენდაციით მიმართა, ერთს კი სასჯელის განახევრების რეკომენდაცია მისცა.

ოთხსაათიანი მუშაობის პროცესში კომისიამ სულ 530 პატიმრის საქმე განიხილა. 

შეწყალება ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავარდებულ პატიმრებს შეეხო. სავარაუდოდ, შეწყალებული პატიმრები ციხეებს მომდევნო კვირას დატოვებენ.

ახალ წლამდე დარჩენილ დროში შეწყალების სახელმწიფო კომისია კიდევ ერთხელ შეიკრიბება, რადგან არსებობს რამდენიმე ათეული საქმე, რომლებიც განხილვას საჭიროებს. ისინი საპატრიარქოში და პრეზიდენტის სახელზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია შესული. აქედან გამომდინარე, დეკემბრის ბოლომდე კომისია ყველა დარჩენილი პატიმრის განაცხადზე იმსჯელებს.

 

კომენტარები