რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ლავ­რო­ვი: რუ­სე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ი­მარ­თე­ბა

0 კომენტარი
სერგეი ლავროვი და ჰილარი კლინტონი

რუ­სე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ი­მარ­თე­ბა, - რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, სერ­გეი ლავ­როვ­მა გა­ნაც­ხა­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია,  სერ­გეი ლავ­როვ­მა მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი­სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რე­ბის შეხ­ვედ­რის დროს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ისა­უბ­რა.

"ჩვენ ვეხ­მა­უ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერმი­ნის­ტრის მი­ერ სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის პოს­ტზე ზუ­რაბ აბა­ში­ძის და­ნიშ­ვნას. და­ვამ­ყა­რებთ მას­თან კონ­ტაქტს და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ეს შეხ­ვედ­რა რა­ღა­ცას გა­არ­კვევს", - აღ­ნიშ­ნა ლავ­როვ­მა.

სერ­გეი ლავ­როვ­მა რე­გუ­ლა­რუ­ლი ავი­ა­მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნა­ზეც ისა­უბ­რა და გა­ნაც­ხა­და, რომ რუ­სუ­ლი მხა­რე ''პრინ­ციპ­ში მზად არის გა­ნი­ხი­ლოს რე­გუ­ლა­რუ­ლი ავი­ა­მი­მოს­ვლის სა­კით­ხიც''.  ''ცო­ტამ თუ იცის, რომ რამ­დე­ნი­მე წე­ლია უკ­ვე აღ­დგე­ნი­ლია ჩარ­ტე­რუ­ლი ავი­ა­მი­მოს­ვლა. ცო­ტა ხნის წინ ასე­თი რე­ი­სე­ბი გა­ი­ზარ­და კი­დეც", - გა­ნაც­ხა­და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა. მი­სი­ვე თქმით, ''მოს­კო­ვი მზა­დაა აღ­დგეს სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­ის რუ­სეთ­ში შე­ტა­ნა''. "არ უნ­და და­ვი­ვიწ­ყოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ელექ­ტრო­ე­ნერ­გია რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შე­დის", - აღ­ნიშ­ნა სერ­გეი ლავ­როვ­მა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები