დაჭერები

დავით საყვარელიძე: ეს არ არის ჩვეულებრივი გამოძიება, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი

„მე, როგორც ყოფილი პროკურორი, პატივს ვცემ ყველა გამოძიებას, თუმცა ეს არ არის ჩვეულებრივი გამოძიება, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა თავისი პარტიის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ამიტომ პოლიტიკურ დევნას ვპასუხობ კონკრეტული საჯაროობით“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ მას არ სურს ხელი შეუწყოს დღევანდელ ხელისუფლებას პოლიტიკური დევნისა და სიბინძურეში მათი გასვრის პროცესში, ამიტომ ყველა კითხვას საჯაროდ უპასუხებს.

დავით საყვარელიძე ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტში დღეს, 11 დეკემბერს დაიბარეს. ფინანსთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ  საქმე რი­ყის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის გას­ხვი­სე­ბი­სა და გა­მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტე­ბს ეხება. და­ვი­თ საყ­ვა­რე­ლი­ძე და სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, მათ შო­რის, იმე­რე­თის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი ლა­შა მა­ქა­ცა­რია, სწო­რედ ამ საქმესთან დაკავ­შირ­ებით და­ი­ბა­რეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწ­ყე­ბა­ში. 2006 წელს ისი­ნი თბი­ლი­სის მე­რი­ის მი­წის მარ­თვი­სა და გან­კარ­გვის კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი იყ­ვნენ. 

კომენტარები