რელიგიური უმცირესობები

NDI: 51% - მუსლიმ მოქალაქეებს მსახურების ჩატარების უფლება უნდა მიეცეთ, 29 % - უფლება არ უნდა მიეცეთ

0 კომენტარი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)  საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს გახდა ცნობილი.

სოფელ ნიგვზიანში მომხდარი რელიგიური დაპირისპირების ფაქტის შესახებ გამოკითხულთა 73%-ია ინფორმირებული.

გამოკითხულთა 51% თვლის, რომ მუსლიმ მოქალაქეებს უნდა მიეცეთ უფლება, კერძო საკუთრებაში არსებულ შენობაში შეიკრიბონ და რელიგიური მსახურება ჩაატარონ, 29% თვლის, რომ მათ ამის უფლება არ უნდა მიეცეთ, ხოლო 19%-ს პასუხი არ აქვს.

რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში 26 ოქტომბერს დაიწყო. მუსლიმებმა პარასკევის ლოცვა დაასრულეს და დაშლა დაიწყეს, როცა მათ გზა 150-მდე არამუსლიმმა თანასოფლელმა გადაუღობა და სამლოცველოს გაუქმება მოსთხოვა.

კვლევა ამა წლის 14-25 ნოემბრის პერიოდში,  საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. მასში ასახულია მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე მოსახლეობის დამოკიდებულება დემოკრატიის, რეფორმების და საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საკითხების მიმართ. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/-3 პროცენტს.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC)

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანი ჩირაძე

კომენტარები