Christie’s აუქციონი, ბრილიანტი

Christie's აუქციონზე უიშვიათესი ბრილიანტი 2.1 მილიონ დოლარად გაიყიდა

0 კომენტარი

ნიუ იორკში, Christie’s აუქციონზე 3.15 კარატიანი, ნარინჯისფერი ელფერის მქონე, უნიკალური წითელი ბრილიანტი 2.1 მილიონ დოლარად გაიყიდა. მყიდველის სახელი საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა.

როგორც აუქციონის ორგანიზატორები აცხადებენ, იშვიათი ფერის ბრილიანტებიდან, ეს ყველაზე დიდი ზომისაა, რომელიც ოდესმე ყოფილა გამოტანილი გასაყიდად აუქციონზე. მისი ღირებულება 1.2 მილიონ დოლარად შეფასდა, თუმცა აუქციონზე ვაჭრობის დროს მისი ფასი გაიზარდა.

მსოფლიოში ერთ კარატიანზე დიდი მხოლოდ რამდენიმე წითელი ბრილიანტი არსებობს. ერთ-ერთი მათგანი, 5.03 კარატიანი ბრილიანტი სმითსონის მუზეუმში ინახება.

წითელი და მწვანე ფერის ალმასი ძალიან მცირე რაოდენობით არსებობს. დაუმუშავებელი ალმასის ერთ მილიონ კარატზე წითელი ან ვარდისფერი ალმასის მხოლოდ ერთი კარატი მოდის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები