საგარეო ურთიერთობები

ივანიშვილი ევროპელ მაღალჩინოსნებს შეხვდა

0 კომენტარი
საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოლაი მლადენოვს და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსს იაცეკ მიხალოვსკის შეხვდა. შეხვედრის ამსახევლი ფოტო და ვიდეომასალა ბიძინა ივანიშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.  
ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ალექსი პეტრიაშვილი, ასევე საქართველოს ელჩები შვედეთში, ბულგარეთსა და პოლონეთში. 
როგორც ივანიშვილის Facebook-ის გვერდი იტყობინება, „მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ასევე ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების თემას. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პრიორიტეტი კვლავ ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა. პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი სურვილია ჭეშმარიტად დემოკრატიული და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნის აშენება“.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები