აშშ-ს საელჩო

რიჩარდ ნორლანდი წინწყაროში ვითარების გასაცნობად ჩადის

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები დღეს ჩავლენ. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას და რელიგიური თემის წარმომადგენლებს შეხვდებიან. 

წინწყაროში უკვე რამდენიმე კვირაა, ვითარება დაძაბულია. რელიგიური დაპირისპირება და კონფლიქტი მუსლიმური სასაფლაოდან ჯვრის ჩამოხსნით დაიწყო.  წინწყაროს ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ სოფლის ერთ-ერთ სახლში მოწყობილ მუსლიმურ სამლოცველოში პარასკევის ლოცვის ჩატარებას აღარ დაუშვებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მცდელობას მაინც ექნება ადგილი, იქ მისულ მუსლიმ მლოცველებს ფიზიკურად გაუსწორდებიან. 

 

კომენტარები