თემურ ხაჩიშვილი

თემურ ხაჩიშვილი საქართველოში დაბრუნდა

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი თემურ ხაჩიშვილი საქართველოში დაბრუნდა. როგორც ცნობილია, ხაჩიშვილს უკვე შეხვდა და ესაუბრა უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე. კაკაბაძის თქმით, ყოფილი ძალოვანი პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს. 

მხედრიონის ერთ-ერთი ლიდერი თემურ ხაჩიშვილი, 90-იან წლებში უშიშროების მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა, რის შემდეგაც შს მინისტრად დაინიშნა. 

ხაჩიშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე 1995 წელს განხორციელებული ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით გაასამართლეს და 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ შეიწყალეს. მას ასევე ბრალად ედებოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელის, გიორგი ჭანტურიას მკვლელობის ორგანიზება.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წელს ხაჩიშვილი იარაღის უკანონო ტარებისა და შენახვის ბრალდებით დააკავეს. გათავისუფლების შემდეგ მან საქართველო დატოვა. 

კომენტარები