თელასი

დევი კანდელაკი: თელასსა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის სრული ურთიერთგაგებაა

თელასის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორის, დევი კანდელაკის თქმით, ტარიფთან დაკავშირებით ''თელასსა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის სრული ურთიერთგაგებაა''.

"ტარიფებთან დაკავშირებით მე გთხოვდით, რომ მიმართოთ ენერგეტიკის სამინისტროს, თუმცა აღვნიშნავ, რომ ჩვენ შორის არსებობს სრული ურთიერთგაგება. ინტერ რაოს წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსული და შედგა კონსტრუქციული დიალოგი", - განუცხადა ჟურნალისტებს დევი კანდელაკმა. 

მისივე თქმით, თელასიდან გათავისუფლებული 107 თანამშრომლიდან 73 სამსახურში უკვე აღდგენილია, ხოლო სხვა ყოფილ თანამშრომლებთან დაკავშირებით, თელასის ადმინისტრაცია მუშაობას აგრძელებს.

"ჩვენ დიდი გულისყურით ვეკიდებით შექმნილ ვითარებას და ყველაფერს გავაკეთებთ საკითხის უმოკლეს დროში მოსაგვარებლად. კომპანიის ხელმძღვანელად დანიშვნის დღიდან აქტიურად ვარ ჩართული ამ პროცესში. ამასთან, მინდა გამოვყო, აღვნიშნო ენერგეტიკის სამინისტროს პოზიტიური მიდგომა გათავისუფლებული თანამშრომლების საკითხის მოგვარებაში", - განაცხადა დევი კანდელაკმა. 

შეგახსენებთ, თელასიდან დათხოვნილი თანამშრომლები, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავდნენ, თავიანთ გათავისუფლებას ყოფილ კომერციულ დირექტორს ზურაბ არსოშვილს უკავშირებდნენ.

 

კომენტარები