დაჯილდოება

სააკაშვილმა ბრიტანეთის ელჩი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა ჯუდით გოფთს მადლობა გადაუხადა დიპლომატიური მოღვაწეობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის და საქართველოს და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის.

პრეზიდენტის სასახლეში ქვეყნის პირველმა პირმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

ჯუდით გოფთი საქართველოში დიპლომატიური მისიით 2010 წლიდან იმყოფება.

 

კომენტარები