საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად ლუკა კურტანიძე აირჩიეს

0 კომენტარი

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. 110 დელეგატიდან, არჩევანი 103-მა გააკეთა. მათგან 58-მა ხმა ლუკა კურტანიძის კანდიდატურას მისცა, 45-მა კი გეგა გეგეშიძეს. შესაბამისად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას ლუკა კურტანიძე შეასრულებს. ვიცეპრეზიდენტებად  ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა კვოტით თემურ ყაზარაშვილი, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა კვოტით კი დიმიტრი გელაშვილი აირჩიეს . 87 ხმით გაიმარჯვა სათათბიროს კვოტით ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ედიშერ მაჩაიძემ გენერალური მდივნის მოვალეობას კი, გიორგი ლომიძე შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ მალხაზ ჯორბენაძის კანდიდატურას, რომელიც მოქმედი გენერალური მდივანია, ხმა 47-მა დელეგატმა მისცა, ხოლო მის კონკურენტს გიორგი ლომიძეს ერთით მეტმა - 48-მ.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები