იაპონია

იაპონიის საპარლამენტო არჩევნებში ლიბერალ-დემოკრატიული პარტია ლიდერობს

BBC-ის ცნობით, ეგზიტპოლების თანახმად, შინძო აბეს ოპოზიციურმა ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ იაპონიის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
2009 წლამდე ლიბერალ-დემოკრატიული პარტია თითქმის უწყვეტად, 50 წლის განმავლობაში, უმრავლესობაში იყო. პარტიის თავმჯდომარე შინძო აბე კი 2006-2007 წლებში პრემიერმინისტრის რანგში ქვეყანას ერთხელ უკვე მართავდა. 
პრემიერმინისტრის იოშიჰიკო ნოდას მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ ამომრჩევლის მხარდაჭერა მას შემდეგ დაკარგა, რაც ვერ მოახერხა დეფიციტის შემცირება და საგადასახდო რეფორმის გატარება. 
შეგასვენებთ, რომ პრემიერმა იოშიჰიკო ნოდამ პარლამენტის ქვედა პალატის დაშლის შესახებ გადაწყვეტილება ნოემბერში მიიღო, რის შემდეგაც ახალი არჩევნები დაინიშნა. 

კომენტარები