NDI

NDI: ქართული ოცნება მოსახლეობის 63%-თანაა ყველაზე ახლოს, ნაციონალური მოძრაობა 10%-თან

NDI-ის გამოკითხვაში, კითხვაზე "რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?" მოსახლეობის  63%-მა კოალიცია ქართული ოცნება დაასახელა. მეორე ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა - 10%-ით. ნოემბრის ეს მონაცემები მკვეთრად განსხვავდება წინა კვლევის მონაცემებისგან. აგვისტოსთან შედარებით, ქართული ოცნების რეიტინგი 4-ჯერაა გაზრდილი, ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი კი 3-ჯერაა შემცირებული. 

ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლმა ინ­სტი­ტუ­ტმა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მე­ო­რე ნა­წი­ლი 17 დეკემბერს წარმოადგინა.   კვლე­ვის სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, 14-25 ნო­ემ­ბრის პე­რი­ოდ­ში ჩა­ტარ­და და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი შერ­ჩე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე 1,947 პი­რის­პირ ინ­ტერ­ვი­უს ეფუძ­ნე­ბა. 

 

 

კომენტარები