სასჯელაღსულების სამინისტრო

სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეს 34 მსჯავრდებული დატოვებს

დღეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 34 მსჯავრდებული, მათ შორის - 4 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 2 მძიმე ავადმყოფი, ვადაზე ადრე დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ავრცელებს. 

აღნიშნული გადაწყვეტილება პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედმა კომისიამ მიიღო.  

დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა 350-მდე მსჯავრდებულის განცხადება განიხილეს, რომელთაც პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე ადგილობრივმა საბჭოებმა უარი განუცხადეს. სამინისტროს ინფორმაციით, ისინი განმეორებითი დანაშაულის ჩადენის დაბალ რისკჯგუფს მიეკუთვნებიან.

კომენტარები