სენდი ჰუკის ტრაგედია

აშშ-ში "სენდი ჰუკის" სკოლის ტრაგედიის დროს გარდაცვლილების დასაფლავება დაიწყეს

აშშ-ში, შტატ კონექტიკუტში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა დასაფლავება დაიწყო. 17 დეკემბერს ორ გარდაცვლილ ბავშვს დაკრძალავენ, ორივე მათგანი 6 წლის იყო.

კვირას ნიუტაუნში, კონექტიკუტში, დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, მოსახლეობას მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმაც. ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს: „ჩვენ ამას ვეღარ შევეგუებით. ეს ტრაგედიები უნდა დასრულდეს და მათ დასამთავრებლად, ჩვენ უნდა შევიცვალოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა. იგი საგანგებოდ იარაღის კონტროლის საკითხს არ შეხებია.

14 დეკემბერს ნიუტაუნში, "სენდი ჰუკის" სკოლაში 20 წლის ადამ ლანცამ ცეცხლსასროლი იარაღით 26 ადამიანი, მათ შორის, ოცი მცირეწლოვანი ბავშვი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. სხვა ბავშვებს, რომლებიც ტრაგედას ემსხვერპლნენ, კვირის განმავლობაში დაკრძალავენ.

 

კომენტარები