არასამთავრობო ორგანიზაცია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას კახა კოჟორიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახლადარჩეული თავმჯდომარე ჰყავს. მომდევნო ერთი წელი ორგანიზაციას კახა კოჟორიძე უხელმძღვანელებს.  კოჟორიძე აცხადებს, რომ ასოციაცია მომავალშიც ადამიანის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული და ითანამშრომლებს როგორც ყოფილ, ისე ახალ ხელისუფლებასთან.
ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი საია-ში საქმეების გადაბარებამდე დარჩება. "შემდეგ სად წავალ, ჯერ არ გადამიწყვეტია", - აღნიშნა ჩუგოშვილმა ინტერპრესნიუსთან საუბარში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს გამგეობა ერთი წლის ვადით ირჩევს. ერთსა და იმავე პირს თავმჯდომარის პოსტზე ზედიზედ სამჯერ შეუძლია იყაროს კენჭი.

კომენტარები