რიყის ტერიტორია

ნიკა გილაურმა საგამოძიებო სამსახური უკვე დატოვა

ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ნიკა გილაურმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უკვე დატოვა. როგორც ნიკა გილაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, უწყებაში ''მისი დაკითხვა კი არ მომხდარა, არამედ მას გაესაუბრნენ''.

"ეს არ იყო დაკითხვა, არამედ გამესაუბრნენ რიყის ტერიტორიასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ამ თემაზე არაფერი ვიცი", - აღნიშნა ნიკა გილაურმა.

ყოფილი პრემიერი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თითქმის 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. 

ამა­ვე თე­მა­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში იკით­ხე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი არი­სი ბო­ჭო­ი­ძე. 

შე­გახ­სე­ნებთ, რი­ყის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით უკ­ვე და­ი­კით­ხნენ მე­რი­ის მოქ­მე­დი და ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. დე­პუ­ტა­ტი და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე, რო­მე­ლიც იმა­ვე სა­კით­ხზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში და­ი­ბა­რეს, და­კით­ხვა­ზე ჯერ არ გა­მოც­ხა­დე­ბუ­ლა.

 

კომენტარები