საპატრიარქო

საპატრიარქო სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისაკენ მოუწოდებს

სა­პატ­რი­არ­ქო ხელისუფლებასა და საზოგადოებას "მსგავსი ქმედებისა და ცილისწამებისაგან ნებისმიერი მოქალაქის დასაცავად", "შესაბამისი ზომების" მიღებისკენ მოუწოდებს. ეს განცხადება მოჰყვა რელიგიათმცოდნე ზელიმხარ უძილაურის პუბლიკაციას. 

წერილი, სახელით "პატ­რი­არ­ქის მი­მარ­თვა!!!", უძილაურმა 16 დე­კემ­ბერს თა­ვის Facebook-ის გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის მიმართვის იმიტაციას წარმოადგენს. უძილაური ილია მეორის სახელით დასავლეთს მოუწოდებს, ზურგი არ შეაქციონ საქართველოს და დაუყოვნებლივ მიიღონ ნატოში. წერილში ასევე საუბარია ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გატარებულ პოლიტიკურ რეპრესიებზე, უკრაინიზაციის საფრთხესა და რუსეთის აგრესიაზე. 

აღსანიშნავია, რომ თავად საპატრიარქო საკუთარ განცხადებაშივე ადასტურებს, რომ "გო­ნი­ე­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი მიხ­ვდე­ბა, რომ მი­სი უწ­მინ­დე­სო­ბის გან­ცხა­დე­ბებს ავ­რცე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო და არა ვინ­მე კერ­ძო პი­რი, სა­კუ­თა­რი ვებგვერ­დით; მიხ­ვდე­ბა იმა­საც, რომ ეს არის შეგ­ნე­ბუ­ლი პრო­ვო­კა­ცია და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბა; თუმ­ცა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლის გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ექ­ცეს ან დაბ­რკოლ­დეს". მიუხედავად ამისა, საპატრიარქო ამ ტექსტს მაინც ცილისმწამებლურად მიიჩნევს. 

აღსანიშნავია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, განცხადება ცილისწამებად რომ ჩაითვალოს, ის რამდენიმე პირობას უნდა აკმაყოფილებდეს. მათ შორის, აუცილებელია, რომ დადასტურებული იყოს სადავო განცხადების მეშვეობით ზიანის მიყენების ფაქტი. საკუთარ განცხადებაში საპატრიარქოს არ განუმარტავს, რაში გამოიხატა მიყენებული ზიანი, თუკი თავადვე აღიარებს, რომ ყველა გონიერი ადამიანისათვის იმთავითვე ნათელი იყო, რომ უძილაურის მიერ გავრცელებული განცხადება იმიტაციას წარმოადგენდა

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება ამ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.   უძილაურის მიერ  გავრცელებულ მიმართვა კი აქ .

 

 

კომენტარები