გამოხატვის თავისუფლება

საპატრიარქოს განცხადების შემდეგ თეოლოგს ემუქრებიან

საპატრიარქოს განცხადების  გამოქვეყნების შემდეგ, თეოლოგ ზელიმხან უძილაურსა და მის ოჯახის წევრებს ემუქრებიან. ტაბულასთან საუბარში, ზელიმხან უძილაური საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ მოწოდებებს უკანონოს უწოდებს. „საპატრიარქოს განცხადების გამოქვეყნებისთანავე, მწერენ, სულ ამოგიწყვეტთ ოჯახსო. არაერთი მუქარის წერილი მივიღე. სამართლებრივად საპატრიარქოს მოსაზრება სრული აბსურდია, არასამართლებრივი ღონისძიებები კი ჩემი დევნა და ჩემზე ძალადობაა“, - ამბობს უძილაური.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს განცხადება, სადაც ის ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას სთხოვს და საზოგადოებას ზომების მიღებისკენ მოუწოდებს, ზელიმხან უძილაურის წერილს მოჰყვა, რომელიც 16 დე­კემ­ბერს, თა­ვის Facebook-ის გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის მიმართვის იმიტაციას წარმოადგენს.  უძილაური ილია მეორის სახელით დასავლეთს მოუწოდებს, ზურგი არ შეაქციონ საქართველოს და დაუყოვნებლივ მიიღონ ნატოში. წერილში ასევე საუბარია ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გატარებულ პოლიტიკურ რეპრესიებზე, უკრაინიზაციის საფრთხესა და რუსეთის აგრესიაზე. 

 

კომენტარები