ინციდნეტი

დავით უსუფაშვილი საპარლამენტო უმცირესობის წევრებზე თავდასხმას გამოეხმაურა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მომხდარ ინციდენტს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოეხმაურა და სამართალდამცავ ორგანოებს რეაგირების მოთხოვნით მიმართა. 

უსუფაშვილი სამართლდამცავებს მოუწოდებს , დროულად დადგინდეს, ''რა მოხდა მაშინ, როცა პრეზიდენტი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს ხვდებოდა''.

მისი თქმით, ამ ფაქტის შესწავლა პარლამენტის ღირსების საქმეა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ყველა მოქალაქეს აქვს აზრის გამოხატვის და პოზიციის დაფიქსირების უფლება, ''მაგრამ, დაუშვებელია პარლამენტის წევრთან ფიზიკური შეხება''. 

"თუ ეს ხალხი ჩვენ არ დავიცავით დღეს, ამ დღეში აღმოვჩნდებით ჩვენ ყველანი შემდგომში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, ქუ­თა­ის­ში პრე­ზი­დენ­ტის შეხ­ვედ­რამ ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან,  საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე ჩა­ი­ა­რა.  როგორც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რებმა ტაბულას განუცხადეს, შეკ­რე­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მათ შე­უ­რაც­ხყო­ფას აყე­ნებ­დნენ და ქვებს ეს­როდ­ნენ.

კომენტარები