სააპელაციო სასამართლო

სააპელაციო სასამართლომ გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნა დარიალჰესზე ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" საჩივარი. ორგანიზაცია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დარიალჰესის მშენებლობაზე გაცემული დადებითი ეკოლოგიური დასკვნის გაუქმებას ითხოვდა. 

ორგანიზაცია გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრებას აპირებს. "მწვანე ალტერნატივა" მოითხოვს, ბათილად იცნოს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 28 ნოემბრის განკარგულება, რომლის საფუძველზეც გარემოს დაცვის სამინისტრომ აღნიშნული დადებითი ეკოლოგიური დასკვნა გასცა.

დარიალჰესი 110 მეგავატის სიმძლავრის სადგური იქნება და ის დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე აშენდება. მშენებლობა 2011 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2014 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მშენებლობას კომპანია დარიალ ენერჯი ახორციელებს.  გარემოსდამცველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჰესის მშენებლობა მნიშვნელოვნად დააზიანებს ხეობის ლანდშაფტს.  

კომენტარები