აშშ-ს ელჩი

რიჩარდ ნორლანდი: როდესაც ტელეკომპანიის დირექტორს აკავებენ, ბუნებრივია, იბადება კითხვები

აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც ნორლანდმა სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბართან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ''ბუნებრივია, რომ სატელევიზიო კომპანიის დირექტორის დაკავება კითხვებს ბადებს''. 

"ბუნებრივია, იბადება კითხვები, ხომ არ აქვს ადგილი პრესის თავისუფლების შეზღუდვას, იმ პრინციპის, რომლის ერთგულია ამერიკის შეერთებული შტატები. მეორე მხირვ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ფაქტს საერთო არ აქვს მის სატელევიზიო საქმიანობასთან და უკავშირდება ფინანსურ საქმიანობას კერძო სექტორში. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი წარიმართოს კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი პრინციპების დაცვით", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა. 

შეგახსენებთ, 19 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნიკა გვარამაია, ალეკო ხეთაგური, თელასის გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და კიდევ 3 პიროვნება დააკავა. ბრალდების მხარის მტკიცებით, მათ ქრთამის მიღების სქემა შეიმუშავეს. პრკურატურის ვერსიის მიხედვით, თელასი და კიდევ 3 კომპანია საკონსულტაციო კომპანიის დაიქირავებდა. რეალურად კი კონსულტანტისთვის გადაცემული ფული მაღალჩინოსნების ხელში მოხვდებოდა. 

კომენტარები