გორის საკრებულო

სტალინის ძეგლი მუზეუმის ტერიტორიაზე აღდგება

სტალინის ძეგლის გორის ცენტრში აღდგენა არ იგეგმება და ხუთშაბათს ჩატარებულ საკრებულოს სხდომაზე თანხა ძეგლის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე გადატანისთვის იქნა გამოყოფილი. ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ განაცხადა.

"ეს არ არის ახალი გადაწყვეტილება ძეგლის აღმართვასთან დაკავშირებით. თავის დროზე საკრებულოს გადაწყვეტილებაში კი არ ეწერა, რომ ძეგლი ჩამოვაგდოთ, არამედ ეწერა, რომ ძეგლი გადატანილ იქნას, გადაწყვეტილების ერთი ნაწილი შესრულდა, მეორე ჯერ არ დასრულებულა", - განაცხადა ზვიად ხმალაძემ.

20 დეკემბერს სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა ვიდეო, რომელშიც გორის საკრებულოს წევრები სტალინის ძეგლის აღდგენის ბიუჯეტზე საუბრობენ. ვიდეოს მიხედვით, ძეგლის აღდგენისთვის 5000 ლარი გამოიყოფა. ამავდროულად, ამერიკულმა გამოცემა New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც სტალინის ძეგლის აღდგენაზე საუბარია. სტატიაში აღნიშნულია, რომ სტალინის ძეგლის აღდგენას მოსახლეობას ქართული ოცნების წევრების გარკვეული ნაწილი ჰპირდებოდა.

კომენტარები