ზაქრო კალაშოვი

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ზაქრო კალაშოვს კრიმინალური ორგანიზაციის წევრის სტატუსი მიანიჭა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ცნობილ კრიმინალ ზაქრო კალაშოვს, კრიმინალური ორგანიზაციის წევრის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

ტრანსნაციონალური ორგანიზებული დაჯგუფებების წევრების ახალი სია 20 დეკემბერს გამოქვეყნდა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ზაქრო კალაშოვი საძმო წრის (The Brother’s Circle) ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი და ევრაზიის ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების ცნობილი წარმომადგენელია.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების უახლეს ეკონომიკურ სანქციებს, საერთაშორისო დანაშაულებრივი დაჯგუფებების წევრი პირების წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს მსგავსი აქციების მნიშვნელობას მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის და აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ როლს ამ საქმეში. ქართული მხარე აცხადებს მზადყოფნას, მომავალშიც შეიტანოს წვლილი ტრანსნაციონალური ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი, სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ზაქრო კალაშოვს ბრალად ედება ევრაზიის კრიმინალური დაჯგუფებისთვის ფულადი სახსრების მობილიზება, ფულის გათეთრება, იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში მონაწილეობის მიღება.

კომენტარები