ქართუ ბანკის საქმე

დიმიტრი გვინდაძე დაკითხვაზე გამოცხადდა

0 კომენტარი

ყოფილი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე მოდულის შენობაში დაკითხვაზე გამოცხადდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეტყობინება დაბარების შესახებ დღეს დილით მიიღო, დიმიტრი გვინდაძემ აღნიშნა, წარმოდგენა არ აქვს, რა თემასთან დაკავშირებით შეიძლება ჰქონდეს მასთან კითხვები გამოძიებას. ამასთან, ყოფილი მინისტრი დღეს მოდულის შენობაში ადვოკატის გარეშე მივიდა და აღნიშნა, რომ ჯერ ადვოკატი არ სჭირდება, მისი თქმით ის დაკითხვაზე გამოძიებასთან თანამშრომლობის მიზნით მივიდა და მზად არის, ყველა კითხვას უპასუხოს.  

 შსს-ს ცნობით, დიმიტრი გვინდაძე დაკითხვაზე "ქართუ ბანკის" საქმეზე მოწმის სტატუსითაა დაბარებული. ამავე საკითხზე დღეს 16:00 საათზე მოდულის შენობაში ყოფილ პრემიერ ნიკა გილაურსაც  ელოდებიან გუშინ კი ამავე საქმეზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალიაც დაიკითხა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები