ფეხბურთი

გიორგი ჭანტურია ვლადიკავკაზის ალანიაში ითამაშებს

19 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია სეზონს ვლადიკავკაზის ალანიაში ჩაამთავრებს. ქართველს არნემის “ვიტესთან” კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო, გუნდის დატოვების სურვილი არაერთხელ გამოუთქვამს. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჭანტურიას შეძენის სურვილი იტალიურ ჯენოას ჰქონდა და საკმაოდ სოლიდურ თანხასაც იხდიდნენ, მაგრამ საბოლოოდ გიორგი ვლადიკავკაზში იჯარით აღმოჩნდა.

გავრცელდა რომან ორეშჩუკის კომენტარი, სადაც იგი საუბრობს, რომ ალანიამდე ქართველი ფეხბურთელი ცსკა-ს შესთავაზეს. ორეშჩუკი საფეხბურთო აგენტია, რომელიც ჭანტურიას იჯარაზე მუშაობდა. მისი თქმით, ცსკა-ს მესვეურები ქართველი ფეხბურთელით არ დაინტერესდნენ, თუმცა ალანიას მთავარმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა, მისი აყვანის დიდი სურვილი გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფორვარდი ვლადიკავკაზის ალანიაში ტრანსფერის გამოსყიდვის პირობით, სეზონის ბოლომდე დარჩება.

კომენტარები