ვაუჩერები

ხადური: მთავრობა მოსახლეობისთვის ვაუჩერებით შეურაცხყოფის მიყენებას არ აპირებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა თბილისის მერის, გიგი უგულავას დღევანდელი განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ "მთავრობა მოსახლეობისთვის ვაუჩერებით შეურაცხყოფის მიყენებას არ აპირებს".

მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობას ცხრა წელი ჰქონდა იმისთვის, რომ "ელექტროენერგიის ტარიფი თუნდაც 3.5 თეთრით შეემცირებინა".

"ეს ძალიან მძიმედ აწევს მოსახლეობას. განსაკუთრებით კი თბილისში, რადგან სწორედ უგულავასა და თბილისის საკრებულოს ინიციატივით მიღებულია უსამართლო გადაწყვეტილება და ნაგავი დენზეა მიბმული. ჩვენ მოსახლეობისთვის ვაუჩერებით შეურაცხყოფის მიყენებას არ ვაპირებთ. გავზრდით ხელფასებს, პენსიებს, შევამცირებთ ტარიფებს და ადამიანებს თავად ექნებათ საშუალება, გადაიხადონ არა მხოლოდ კომუნალური, არამედ სხვა ხარჯებიც", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

კომენტარები