საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი ახალ წელს ავღანეთში მომსახურე ქართველ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი ახალ, 2013 წელს ავღანეთში, ISAF-ის პროგრამის ფარგლებში მომსახურე ქართველ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალური Facebook-ის გვერდზე გავრცელდა. 

მიხეილ სააკაშვილი ჰელმანდის პროვინციაში წინასაახალწლოდ ჩავა. საქართველოს პრეზიდენტი სამხედროებს ახალ წელს პირადად მიულოცავს და ახალი წლის ღამეს სამხედრო ბაზაზე მათთან ერთად გაატარებს.

საქართველოს პირველი პირი ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთში უკვე მეორედ მოინახულებს. პირველად, მიხეილ სააკაშვილი მათ 2012 წლის 20 თებერვალს სტუმრობდა.

კომენტარები