საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტად გია გორგოძე აირჩიეს

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. პრეზიდენტობის სურვილი  პაატა ნაცვლიშვილმა, ოთარ გიორგაძემ, დავით თავართქილაძემ და გია გორგოძემ გამოთქვეს. ელგუჯა ბერიშვილმა, რომელიც ასოციაციას 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

არჩევნების დაწყებამდე, პაატა ნაცვლიშვილმა კანდიდატურა გია გორგოძის სასარგებლოდ მოხსნა, რომელმაც საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა. ჟურნალ ათიანის რედაქტორმა გია გორგოძემ 46 ხმა მიიღო, ოთარ გიორგაძემ - 29, ხოლო დავით თავართქილაძეს 4 ხმა ერგო.

არჩეულმა პრეზიდენტმა დელეგატებს საკუთარი გუნდი გააცნო: ბიძინა ბარათაშვილი და ირაკლი თავაძე ვიცე-პრეზიდენტები იქნებიან, ილია ბაბუნაშვილი კი გენერალური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

სსჟა-ს ახალი პრეზიდენტის თქმით, სპორტულ ჟურნალისტთა პირველი შეკრება მაისში გაიმართება.

კომენტარები