საქართველო-აზერბაიჯანი

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს ხვდება

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ხვდება.  შეხვედრა ბაქოში ივანიშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმართება. 

ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ივანიშვილის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგა არტურ რასიზადესთან, ვიზიტის დასასრულს პრემიერი ქართული და აზერბაიჯანული მედიის კითხვებს უპასუხებს. 

შეგახსენებთ, ბაქოში საქართველოდან 7-კაციანი დელეგაცია გაემგზავრა, მათ შორის არიან საგარეო საქმეთა, ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრები – მაია ფანჯიკიძე, კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი, ასევე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე.

არსებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობების გარდა, განხილვის ერთ-ერთი თემა ბუნებრივი აირის ტარიფთან დაკავშირებული საკითხი იქნება.

საქართველოს მთავრობის დელეგაცია თბილისში ხვალ დაბრუნდება.

კომენტარები