საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად გურამ კაშია დაასახელა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ვიპ-ბარში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით წლის საუკეთესო ფეხბურთელებს ჯილდოები გადაეცათ.

2012 წლის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად თბილისის დინამოს ესპანელი ლეგიონერი ჩისკო მუნიოსი დასახელდა.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის წოდება, პოლონეთის იაგელონიის ნახევარმცველმა ნიკა ძალამიძემ მოიპოვა. 

წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად, ფედერაციამ არნემის ვიტესის კაპიტანი გურამ კაშია დაასახელა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2012 წლის საუკეთესო ლეგიონერად FACEBOOK-ის მომხმარებელთა გამოკითხვითაც კაშია გამოვლინდა. არნემის ვიტესის ფეხბურთელმა 1376 ხმა დააგროვა.

კომენტარები