GPB

გიორგი ბარათაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ დირექტორად აირჩიეს

საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი დირექტორი ჰყავს, გიორგი ბარათაშვილს სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა ხმა. კენჭისყრაზე ნათია აბრამიამ სამი, მეგი თავდუმაძემ კი ორი ხმა მიიღო. 13-კაციანი ბორდიდან ნიკოლოზ მახარაშვილსა და თინათინ რუხაძეს მხარი არცერთმა წევრმა არ დაუჭირა. 143 კონკურსატიდან საბოლოოდ სწორედ ეს 5 პრეტენდენტი გამოიკვეთა.

ახალი დირექტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი იყო, წინა დირექტორის წასვლის შემდეგ კი დროებით მის მოვალეობას ასრულებდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ექვსწლიანი ვადით აირჩევა. 

 

კომენტარები