ტარიფები

კახეთში ელექტროენერგიის ტარიფი არ იცვლება

კახეთში ელექტროენერგიის ტარიფი ჯერჯერობით არ იცვლება. 
როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით დროებითი მემორანდუმის გაფორმება მხოლოდ ორ კომპანიასთან  - ენეგო-პრო ჯორჯიასთან და თელასთან - მოხერხდა. კახეთის რეგიონის 117 058 აბონენტს კი კომპანია კახეთის ენერგოდისტრიბუცია ემსახურება, რომელიც ამჟამად გაკოტრების რეჟიმშია.
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აპირებს განაცხადით მიმართოს მთავრობას, რომლის საფუძველზეც კახეთის ენერგოდისტრიბუციის ტარიფი ენერგო-პრო ჯორჯიას ტარიფს გაუტოლდება. მთავრობა ამ საკითხზე სპეციალურ დადგენილებას მიიღებს. 
''გადაწყვეტილების მიღებამდე ტარიფის სხვაობის სუბსიდირებას სახელმწიფო მოახდენს. კახეთის მოსახლეობა არ დაზარალდება", - აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 დეკემბერს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 2013 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით შემცირდა. 

კომენტარები