დაკითხვა

მამუკა ახვლედიანს ისევ კითხავენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მამუკა ახვლედიანის დაკითხვა 28 დეკემბერს ისევ განახლდა. ახვლედიანი საგამოძიებო სამსახურში დილის 11 საათისთვის მივიდა.

"რამდენი დღეც არ უნდა იყოს საჭირო ჩვენებების მიცემისთვის, მე მზად ვარ გამოძიებას ყველა ეპიზოდზე, თითოეულ ფაქტზე მივაწოდო ამომწურავი ინფორმაცია", - განუცხადა ახვლედიანმა ჟურნალისტებს საგამოძიებო სამსახურში მისვლისას.

სავარაუდოდ, ახვლედიანის დაკითხვა ისევ რიყის ტერიტორიის გასხვისებისა და შემდგომი შესყიდვის საკითხს უკავშირდება. ამ თემაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უკვე მესამედ კითხავენ.

 

კომენტარები