თავდაცვის სამინისტრო

ავღანეთში გაუჩინარებული ქართველი სერჟანტი გარდაცვლილი იპოვეს

ავღანეთში 19 დეკემბერს გაუჩინარებული სერჟატი გიორგი კიკაძე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სერჟანტის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 29 დეკემბერს მიიღო. ალასანიას თქმით, დღესვე იგი იმყოფებოდა გარდაცვლილი სამხედროს ოჯახში და პირადად მიუსამძიმრა გიორგი კიკაძის მშობლებს.

„საქართველოსთვის დღეს არის უმძიმესი დღე. ეს მძიმე ფაქტი უნდა გახდეს მაგალითი და გამომაფხიზლებელი საერთაშორისო მისიაში მონაწილე ყველა სამხედრო პირისთვის, რათა სხვა დროს გაუფრთხილებლობით აღარ მოხდეს მსგავსი ტრაგედია და უფრო მეტი წინდახედულობით მოეკიდოს ყველა სამხედრო მოსამსახურე მისიაში მონაწილეობას“, - განაცხადა ალასანიამ.

თუმცა, მინისტრმა არ ისაუბრა იმის შესსხებ, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა ქართველი სამხედრო. მისი თქმთ, დამატებითი დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ალასანიას ათქმთ, ამ ეტაპზე უწყება იმაზე მუშაობს. რომ დაღუპული ქართველი სამხედრო სამშობლოში რაც შეიძლება მალე გადმოასვენონ.

 

კომენტარები