ისრაელი-საქართველო

ისრაელის საელჩო: ვიზების გაცემა კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება

0 კომენტარი
ისრაელში სტუმრობის მსურველი ინდივიდებისა თუ ჯგუფებისთვის ვიზების გაცემა ისრაელის კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება. ისრაელის საელჩო პროცესის ხელშეწყობისთვის ძალებს არ იშურებს, - აღნიშნული განმარტება ისრაელის საელჩომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც გუშინ, 3 იანვარს, საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ისრაელი შობის დღესასწაულზე საქართველოდან პილიგრიმთა ჯგუფებს არ მიიღებდა.  
მოგვიანებით, საქართველოს საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა საბამ ისრაელის შსს-ს მიერ მომლოცველთათვის ვიზებზე უარის თქმა ქართველი მომლოცველების ისრაელში არალეგალურად დარჩენის ფაქტებს დაუკავშირა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები