შსს

ღარიბაშვილმა ნარკოშემოწმება გაიარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა მოადგილეებმა ნარკოლოგიური შემოწმება გაიარეს.   

"ტესტირებამ აჩვენა, რომ არც ერთი მათგანის ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა. მინისტრის ბრძანებით, ასეთი შემოწმება სამინისტროს ყველა თანამშრომელმა უნდა გაიაროს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ღარიბაშვილმა სხვა სამინისტროების ხელმძღვანელებსაც მოუწოდა ანალოგიური ტესტირების ჩატარება.  

კომენტარები